ბახმაროს პიონერთა ბანაკი
ბახმაროს პიონერთა ბანაკი | |
---|---|
მდებარეობა | ბახმარო, გურიის მხარე |
ქვეყანა | საქართველო |
დასრულდა | 1960 |
სართულთა რაოდენობა | 1 |
ბახმაროს პიონერთა ბანაკი — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში, კურორტ ბახმაროში. სახლი გამოიყენებოდა პიონერთა კოლექტიური დაასვენებისთვის.
არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ერთ სართულიანი ნაგებობა დგას მდინარე ბახვისწყლის სამხრეთით, უჩხუბის ქუჩაზე, სამანქანო გზიდან 20 მეტრში. ნაგებობა მართკუთხა გეგმაშია ჩაწერილი და გადახურულია ოთხქანობიანი თუნუქის სახურავით. დაქანებული რელიეფის გამო, ნაგებობა მთავარი ფასადის მხარეს უფრო მაღალ, ხის მასიურ სვეტებსა და რამდენიმე ბეტონის სვეტეს ეყრდნობა. სამანქანო გზისკენ მიმართული მთავარი ფასადი ჰორიზონტალურად ვითარდება. შენობის სახეს ქმნის აივნის კუთხეებში თლილი და სტილიზებული კაპიტელებით დაბოლოებული სვეტების თანმიმდევრული რიგი და მათ შორის ჩართული სტალაგმიტისებური სხივებით შედგენილი შეწყვილებული რკალის მოყვანილობის ფარდები ქმნის. მთავარი ფასადი ასევე გაფორმებულია ხის სადა შეფიცრული მოაჯირით, რომელიც გაფორმებულია რითმულად განლაგებული მართკუთხედებით, რომელთა ბოლოები მომრგვალებულია. აივანზე გამავალი ღიობები სიმეტრიულადაა განლაგებული. შენობას არსებულ გარემოში და განაშენიანებაში აკისრია დომინანტის როლი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20836