ბაქოს ეშმაკის ბორბალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაქოს ეშმაკის ბორბალი
"Seytan çarxı" attraksionu
მდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანი
მასალა Dutch Wheels
სიმაღლე 60 მ
გახსნის თარიღი 2014 10 მარტი
თარიღდება 2013-2014
მდგომარეობა გახსნილია

ბაქოს ეშმაკის ბორბალი (აზერ. "Seytan çarxı" attraksionu) — 60 მეტრის სიმაღლის ეშმაკის ბორბალი, მდებარე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ზღვისპირა ეროვნული პარკის ახალ ბულვარულ ნაწილში, გაჭიმულია სახელმწიფო დროშის მოედნამდე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშენებლობა დაიწყო 2013 წლის სექტემბერში ჰოლანდიური ფირმის Dutch Wheels პროექტის მიხედვით.[1] მანამდე კი, სადამკვირვებლო ბორბალი, რომლის სიმაღლე მხოლოდ 30 მეტრი იყო, უკვე ფუნქციონირებდა ბაქოში.[2] მოლოდინი იყო, რომ ეშმაკის ბორბალი იქნებოდა მიღებული ექსპლუატაციაში 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში.[2][3] დაგვიანების მიზეზი გაახმოვანა მინისტრთა კაბინეტთან არსებული ზღვისპირა ბულვარის მმართველობის უფროსის მოადგილემ ნაზიმ მეჯიდოვმა, მისი განცხადებით ბორბალს ესაჭიროებოდა მრავალი შესამოწმება. 2014 წლის თებერვალში ჰოლანდიურმა კომპანიამ, რომელიც სპეციალიზირებულია ეშმაკის ბორბალის გამოცდით მიიღო ექსპლუატაციაში გარკვეული ტესტების ჩატარების შემდეგ.[3]

საბოლოოდ, 2014 წლის 10 მარტს, სადამკვირვებლო ბორბალი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა.[1]

2014 წლის 12 მარტს, 11 საათზე ეშმაკის ბორბალი გაიხსნა როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის, ასევე დედაქალაქის სტუმრებისათვის.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]