ბასქალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დასახლებული პუნქტი
ბასქალი
Basqal village.jpg
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
კოორდინატები 40°45′20″ ჩ. გ. 48°23′47″ ა. გ. / 40.75556° ჩ. გ. 48.39639° ა. გ. / 40.75556; 48.39639
ცენტრის სიმაღლე 1,081 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ბასქალი — აზერბაიჯანი
ბასქალი

ბასქალი (აზერ. Basqal) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის ისმაილის რაიონის დასახლება და მუნიციპალიტეტი. განლაგებულია ზღვის დონიდან 998 მეტრის სიმაღლეზე. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1500 კაცს[1]. თათრულენოვანი ლაჰიჯისგან განსხვავებით, რომელიც განლაგებულია შედარებით უფრო ახლოს, მისი მოსახლეობა აზერბაიჯანულენოვანია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით ბასქალი დაარსდა, IV საუკუნეში[2].

ბასქალის გააჩნია წვრილი და მოპირკეთებული ქუჩები, განვითარებული საკანალიზაციო სისტემით. დასახლება ცნობილია თავისი სიძველითა და განუმეორებელი ბუნებით. აქ განლაგებულია შუა საუკუნეების მეჩეთები, რომელთაგანაც პირველი მიეკუთვნება XI საუკუნეს, მეორე კი XIV საუკუნეს. შემონახულა ძველი აბანო, რომელიც მიეკუთვნება XVI საუკუნეს. დასახლება შედის სახელმწიფო კულტურულ-ისტორიულ ნაკრძალში და მას იცავს სახელმწიფო.

1932–1933 წლებში ბასქალი იყო ისმაილის რაიონის ცენტრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]