ბასმალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა“

ბასმალა (არაბ. بَسْمَلَة; აგრეთვე ცნობილი ინციპიტით ბისმილა (არაბ. بِسْمِ ٱللَّٰهِ; „სახელითა ალლაჰისა“) — სახელწოდება მუსლიმანური ფრაზისა „სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა“ (არაბ. بِسْمِ ٱللَّٰهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ; ბი-სმი-ლლაჰი-რ-აჰმანი-რ-რაჰიმ).

ამ ფრაზით იწყება ყურანის ყველა სურა (თავი), გარდა მეცხრესი.[1] ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაა ისლამში და მას მუსლიმები იყენებენ ძირითადად „კარგი საქმეების“ დაწყებამდე (მაგალითად, ყოველდღიური ლოცვის დროს), ასევე ყოველდღიური მოქმედებების უმეტესობის დაწყებამდე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ali, Kecia (2008). Islam: the key concepts, Repr., London: Routledge. ISBN 978-0-415-39638-7.