ბარ-დეზ-ეკრენი
იერსახე
| ბარ-დეზ-ეკრენი | |
|---|---|
ბარ-დეზ-ეკრენი | |
| კოორდინატები: 44°55′ ჩ. გ. 06°20′ ა. გ. / 44.917° ჩ. გ. 6.333° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| სიმაღლე | 4102 მ |
| ქედი | დოფინეს ალპები |
ბარ-დეზ-ეკრენი (ფრანგ. Barre des Écrins) — მწვერვალი საფრანგეთის ალპებში (დოფინეს ალპები), ეკრენის მასივის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 4102 მ. მწვერვალიდან იშლება ხედი მდინარეების დიურანსისა და იზერის ხეობებისაკენ. სამხრეთი ფერდობი კლდოვანია, ჩრდილოეთი — ყინულებითაა დაფარული. აქედან ეშვება მყინვარი ბლანი. პირველი ასვლა განხორციელდა 1864 წლის 25 ივნისს.