დიურანსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიურანსი
Durance

მდინარე დიურანსი
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ქალაქები ბრიანსონი, ავინიონი
სათავე კოტის ალპები
44°53′37″ ჩ. გ. 6°43′17″ ა. გ. / 44.89361° ჩ. გ. 6.72139° ა. გ. / 44.89361; 6.72139
შესართავი რონა
43°55′22″ ჩ. გ. 4°44′37″ ა. გ. / 43.92278° ჩ. გ. 4.74361° ა. გ. / 43.92278; 4.74361
შესართავის მდებარეობა საფრანგეთი
შესართავის სიმაღლე 20 მ
სიგრძე 323 კმ
აუზის ფართობი 14.342 კმ²
დიურანსი — საფრანგეთი
დიურანსი
დიურანსი
— სათავე, — შესართავი
დიურანსი ვიკისაწყობში

დიურანსი (ფრანგ. Durance) — მდინარე საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის ფარგლებში. მდინარე რონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კოტის ალპებში, ზღვის დონიდან 2325 მ სიმაღლეზე. სიგრძე 323 კმ, აუზის ფართობი 14.342 კმ². შუა დინებაში კვეთს პროვანსის ალპების შტოქედებს, ხოლო ქვემო დინებაში გამოდის რონის დაბლობის ფარგლებში. ზემო დინებაში აუზის საზრდოობაში მონაწილეობს მდნარი თოვლი, დანარჩენ მონაკვეთზე წვიმის წყლები. ზამთარსა და გაზაფხულზე (ივნისის ჩათვლით) დიურანსზე შეიმჩნევა ბობოქარი და საკმაოდ მაღალი წყალმოვარდნები, რომელიც ზოგჯერ იწვევს სანაპირო ნაყარის გარღვევასა და მდინარე რონის დაბლობის ფარგლებში წყალდიდობის წარმოქმნას.

1961 წელს მდინარის ზემო წელში შეიქმნა წყალსაცავი. ჰესი. წყლის საშუალო წლიური ხარჯი ქვემო დინებაში შეადგენს 188 მ³/წმ-ს. წყლის სპორტის სახეობების პოპულარული ადგილია. მდინარის ნაპირებზეა ქალაქები: ბრიანსონი, ავინიონი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]