დოფინეს ალპები
იერსახე
დოფინეს ალპები | |
---|---|
მეჟე (3983 მ) | |
კოორდინატები: 44°55′23″ ჩ. გ. 6°21′36″ ა. გ. / 44.92306° ჩ. გ. 6.36000° ა. გ. | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
უმაღლესი წერტილი | ბარ-დეზ-ეკრენი |
სიმაღლე | 4102 მ |
დოფინეს ალპები (ფრანგ. Alpes du Dauphiné) — დასავლეთ ალპების მთების ჯგუფი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში. მდებარეობს საფრანგეთის ისტორიული ოლქის — დოფინეს ტერიტორიაზე. აღმოსავლეთით გამოეყოფა კოტის ალპებს გალიბიეს უღელტეხილის მეშვეობით, ჩრდილო-აღმოსავლეთით გრაის ალპებს მდინარე არკის ხეობით, დასავლეთით შემოზღუდულია მდინარეების დრაკისა და იზერის ხეობებით. მრავალი მწვერვალი აღწევს ზღვის დონიდან 3000 მ-ს; უმაღლესი მწვერვალია ბარ-დეზ-ეკრენი (4102 მ). აღსანიშნავია აგრეთვე მწვერვალი მეჟე (3983 მ), რომელსაც „გიგანტურ სფინქსს“ უწოდებენ.
დოფინეს ალპები შეიცავს ეკრენის მასივს და ტაიფერის ქედს. განვითარებულია ალპინიზმი. პოპულარულია აგრეთვე სათხილამურო სპორტი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დოფინეს ალპები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)