ბარის წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარის წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა
ბარის წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა — იტალია
ბარის წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°07′48″ ჩ. გ. 16°52′13″ ა. გ. / 41.13000° ჩ. გ. 16.87028° ა. გ. / 41.13000; 16.87028
რელიგიური კუთვნილება კათოლიციზმი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადგილმდებარეობა ბარი, იტალია
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ბარი-ბიტონტოს კათოლიკური ეკლესიის არქიდიოცეზი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი რომანული
თარიღდება XI საუკუნე

ბარის წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა (იტალ. Basilica di San Nicola) — კათოლიკური ბაზილიკა იტალიის ქალაქ ბარიში. აგებულია სპეციალურად ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ნეშტის დასასვენებლად, რომელიც 1087 წელს გადმოასვენეს ქალაქ მირიდან (ამჟამად თურქეთი).

ბაზილიკის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1087 წლის 22 მაისს, როდესაც წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ცხედარი გადაასვენეს ქალაქ ბარიში, ჰერცოგი როჯერ I ბორსა და არქიეპისკოპოსი ურსონი იმყოფებოდნენ რომში, პაპ ვიქტორ III-ის კორონაციაზე. ცხედარი დროებით შესანახად გადასცეს ბენედიქტელთა მონასტერში მოღვაწე აბატ ილიას. დაბრუნებისთანავე არქიეპისკოპოსი შეეცადა სიწმინდის ხელში ჩაგდებას, რამაც არეულობა გამოიწვია. აბატმა შეძლო ურსონის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა განზრახვაზე და მიიღო წინადადება აეშენებინა ტაძარი ცხედრის დასასვენებლად.

ტაძრის მშენებლობის ადგილად შეარჩიეს ქალაქის ცენტრალური ნაწილი. მიწა ჰერცოგმა როჯერმა საჩუქრად გადასცა ეკლესიას. 1089 წლის 1 ოქტომბერს ეკლესია აკურთხა პაპმა ურბან II-მ. წმინდანის ცხედარი ტაძრის ნეკროპოლისში დაასვენეს. აშენებიდან ძალიან მალე ბაზილიკა მნიშვნელოვანი ისტორიული ამბების შემსწრე გახდა:

მშენებლობა გაგრძელდა 1105 წლამდე. 1156 წელს ვილჰელმ I-ის მიერ ქალაქის დაპყრობის დროს ბაზილიკა დაზიანდა და აღადგინეს 1160 წელს.

იმპერატორ ფრიდრიხ II შტაუფენის დროს კარის ეკლესია იყო, ხოლო ანჟუელთა დინასტიის პერიოდში — სასახლის ეკლესია. 1799 წლის 9 აპრილს ბაზილიკა საფრანგეთის ჯარმა გაძარცვა.

მნიშვნელოვანი სარესტავრაციიო სამუშაოები ჩაუტარდა 1928-1956 წლებში. 1951 წელს პაპმა პიუს XII-მ იგი დომინიკანელთა ორდენს გადასცა.

1969 წლიდან მართლმადიდებლებს მიეცათ ბაზილიკის საძირკველში მსახურების უფლება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]