ბარისპირა
ბარისპირა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სამკურნალო ბარისპირა | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Betonica | ||||||||||
|
ბარისპირა (Betonica), მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, ჩვეულებრივ ფესურიანი ბალახია, რომელსაც ჩხროსებრ შეკრებილი ყვავილები აქვს.
მოიცავს 15 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიაში. საქართველოში ბარიდან მაღალმთის სარტყლამდე გავრცელებულია 6 სახეობა. ორი მათგანი ენდემურია: აფხაზეთის ბარისპირა (Betonica abchasica), რომელიც იზრდება სუბალპურსა და ალპურ სარტყელში კირქვიანებზე და ოსეთის ბარისპირა (Betonica ossetica), ხარობს იმავე სარტყელში ღორღიანებზე.
საქართველოს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ჩვეულებრივია მთის ბარისპირა (Betonica grandiflora). იგი ასპექტის (საერთო ელფერის) შემქმნელი დეკორატიული ბალახია. ძირითადად გავრცელებულია კავკასიაში, ნაწილობრივ მცირე აზიაში. ბარისპირას თითქმის ყველა სახეობა დეკორატიულია. ზოგი სამკურნალო მცენარეა - მაგ., სამკურნალო ბარისპირა (Betonica officinalis), რომელიც ხშირად სარეველია. ზოგიერთი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ცხიმოვან ზეთებს, ფისებს და სხვა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ბარისპირა Betonika officinalis Heilbetonie,Heilziest
-
ბარისპირა დიდყვავილა Betonica macrantha großblütiger Ziest
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 210.