ქატმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქატმი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ბალბისებრნი
გვარი:  ბალბა
სახეობა:  ქატრმი
ლათინური სახელი
Lavatera thuringiaca L.

ქატმი (ლათ. Lavatera thuringiaca) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო დატოტვილია, სიმაღლე – 50-150 სმ, ნაცრისფერ-ხავერდივით შებუსული. გულის ფორმის ფოთლები გრძელყუნწიანია. ქვედა ფოთლები 5-ნაკვთიანია, ზედა – 3-ნაკვთიანი. შუა ნაკვთი უფრო პატარა ზომისაა, მრგვალკბილა ჯამქვეშა ფოთლები მომრგვალო ფორმისაა. გვირგვინის ფოთლები თეთრია ან მოვარდისფრო, დიდი ზომის, წვერში ამოკვეთილი და ძირში შევიწროებული. იზრდება ტენიან ადგილებში, მდინარეთა ნაპირებზე, დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და შუა აზიას.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]