შინაარსზე გადასვლა

ბალახნის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალახნის მონასტერი
ბალახნის მონასტერი — რუსეთი
ბალახნის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°29′23″ ჩ. გ. 43°36′55″ ა. გ. / 56.48972° ჩ. გ. 43.61528° ა. გ. / 56.48972; 43.61528
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ბალახნა
სასულიერო სტატუსი გაუქმებული
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210093000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVI საუკუნე

ბალახნის მონასტერი (რუს. Покровский монастырь) — გაუქმებული მართლმადიდებლური მამათა მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ბალახნაში. დაარსებულია XVI საუკუნის პირველ ნახევარში. 1552 წელს ივანე მრისხანემ მონასტერს უბოძა წყალობის სიგელი, ამავე წელს ქვისაგან ააგეს ნიკოლსკის ეკლესია. XVII საუკუნის შუა წლებში ხის ეკლესის ადგილზე ააგეს ქვის კვართის ეკლესია.

XVIII საუკუნეში მარილის მრეწველობის დაცემის შედეგად მონასტერი დაქვეითდა, ხოლო 1783 წელს საერთოდ გაუქმდა. მონასტრის ეკლესიისათვის გადაცემა და მისი აღდგენითი სამუშაოები იგეგმებოდა 2012 წლისთვის.

მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ კვართისა და ნიკოლსკის ეკლესიები.

წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია ყველაზე ძველი ქვის ტაძარია ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიაში[1]. აგებულია 1552 წელს ივანე IV-ის ბრძანებით რუსული ძალების მიერ ყაზანის აღების აღსანიშნავად[1].

1917 წლამდე, ანუ ეკლესიის დახურვამდე მასში იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „ოდიგიტრია“. საბჭოთა პერიოდში შენობაში განთავსებული იყო რძის ქარხნის საამქრო, შემდეგ კი საცხოვრებელი სათავსოები. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ეკლესიაში განთავსებული იყო ბალახნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საცავები[1]. ეკლესია მორწმუნეებს დაუბრუნდა 2008 წლის 19 დეკემბერს და არესრულა პირველი საღვთო ლიტურგია[1].

2015 წლის მარიამობის მარხვის პირველ დღეს - 14 აგვისტოს ეკლესია აკურთხეს სერგი რადონეჟელის სახელზე[2].

ეკლესია აგებულია XVII საუკუნის შუა წლებში[3]. დახურეს 1937 წელს[3]. კვართის ეკლესიაში 1950 წლიდან განთავსებული იყო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 2009 წელს მრავალი ათწლეულის შემდეგ აღსრულდა პირველი ლოცვა. იგი შეასრულა ნიკოლსკის ეკლესიის წინამძღვარმა ალექსანდრე იონოვმა[4].

2010 წლის აგვისტოში გადაეცა ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას[3]. 2010 წლის 14 ოქტომბერს, ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულზე შესრულდა ეკლესიის დახურვის შემდეგ პირველი საღვთო ლიტურგია. ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს დეკანოზი რომან სისინოვიჩი[3].

2011 წელს არქიტექტორების ჯგუფმა ვლადიმირიდან, შეისწავლა ეკლესიის ინტერიერი, ხოლო მაისში შეარემონტეს ეკლესია და შეისწავლეს მისი სტრუქტურა. დათვალიერებისას აღმოჩნდა რომ ეკლესიის შესასვლელი არ დაზიანებულა 1690 წლის ხანძრის შედეგად, როგორც ადრე ითვლებოდა. იგი მთელი გადარჩენილა, მაგრამ ჰქონდა რამდენიმე გამჭოლი ბზარი[5].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Сегодня в восстановленной Никольской церкви города Балахна прошла первая Божественная литургия დაარქივებული 2015-07-25 საიტზე Wayback Machine. , (фото, видео) Нижегородская епархия, 19 декабря 2008 года
  2. Игорь Чистяков. (2015-08-14) В Балахне освящен храм в честь преподобного Сергия Радонежского. Нижегородская митрополия.[მკვდარი ბმული]
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Вихарев, Александр. (14 октября 2010 года) В престольный праздник в Покровском храме Балахны состоялась первая Божественная литургия с момента его закрытия в советское время (фото). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 2010-11-04.
  4. В Покровском храме города Балахны отслужен первый за многие десятилетия молебен დაარქივებული 2013-05-23 საიტზე Wayback Machine. , Нижегородская епархия, 14 октября 2009 года
  5. Вихарев, Александр. (3 мая 2011 года) Группа архитекторов из Владимира обследовала Покровский храм в Балахне (фото). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 2011-05-04.