ბაიონის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟოზეფ ბონაპარტი ნაპოლეონის ძმა და ესპანეთის მონარქი კონსტიტუციის მიღების დროს

ბაიონის კონსტიტუციანაპოლეონ I-ის მიერ ესპანეთისთვის ბოძებული კონსტიტუცია. მიღებულ იქნა ბაიონის კორტესზე 7 ივლისს. ბაიონის კონსტიტუციით ესპანეთი ცხადდებოდა კონსტიტუციურ მონარქიად, რომელსაც სათავეში ედგა სენატი, სახელმწიფო საბჭო და კორტესი. ერთადერთ ნებადართულ რელიგიად გამოცხადდა კათოლიკობა. კორტესის უფლებები ზუსტად არ იყო განსაზღვრული. მისი 172 დეპუტატიდან 80-ს მეფე ნიშნავდა. ბაიონის კონსტიტუციით შეიზღუდა მაიორატის სისტემა, მოისპო შინაგანი ბაჟები, დაწესდა გადასახადების ერთიანი სისტემა, გაუქმდა ფეოდალური სამართალწარმოება, ესპანეთისა და მისი კოლონიებისათვის შემოღებულ იქნა ერთიანი სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]