შინაარსზე გადასვლა

ბათიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პელაგიალური მხარეები

ბათიალი, ბათიალური ზონა (ბერძნ. βαθύς — „ღრმა“) — მსოფლიო ოკეანის ზონა, რომელიც მეზოპელაგიურ და აბისალურ ზონებს შორის მდებარეობს.

გეომორფოლოგიური თვისებებით დაახლოებით კონტინენტურ დაქანებას შეესაბამება.

ტერმინი გამოიყენება თანამედროვე ჰიდროლოგიაში, როგორც იმ ორგანიზმთა ბინადრობის ზონის დასახელება, რომლებიც ოკეანის სიღრმეებში, 200—2500 მ, ამჯობინებენ ცხოვრებას.

  • საგრძნობი წნევა (25 მნ/მ²-მდე ან 250 კგძ/სმ²);
  • სინათლის თითქმის სრული არარსებობა;
  • მცირე სეზონური ტემპერატურული მერყეობა;
  • წყლის სიმკვრივის მცირე სეზონური მერყეობა;
  • წყლების ცვალებადობა — შედარებით სუსტია, მაგრამ შესამჩნევად დიდი, ვიდრე აბისალში;
  • ფსკერის რელიეფი — დანაწევრებული;
  • ფსკერზე — ნალექების წყვეტილი საფარი და ბუნებრივი ქანების მრავალრიცხოვანი გასასვლელი;
  • ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნება; თევზების სახეობები აბისალურს უახლოვდება;
  • სინათლის სიმცირის გამო მცენარეულობა მეტისმეტად ღარიბია.