აბისალი
გარეგნობა
აბისალი, აბისალური ზონა (ძვ. ბერძნ. Αβυσσος — „უძირო“, Αβυσσαία ζώνη) — ზღვის ყველაზე ღრმა ზონა (2000 მეტრზე მეტი), რომელიც გეომორფოლოგიურად შეესაბამება ოკეანის ღარტაფს. 6 კილომეტრზე მეტი სიღრმის ზონებს ულტრააბისალურს უწოდებენ. ფსკერის რელიეფს ოკეანეების ქვაბულები, წყალქვეშა ქედები და პლატოები შეადგენს. აბისალის ზონის წყლებს ახასიათებს ნელი მოძრაობა, მუდმივი დაბალი ტემპერატურა (1-2°C), მარილიანობა (34.6-34.9 ‰) და თითქმის სრული სიბნელე. მცენარეულობიდან გვხვდება მხოლოდ ბაქტერიული ფორმები და საპროფიტული წყალმცენარეები
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 28-29.