აბისალის ცხოველები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აბისალის ცხოველებიზღვაში 2000 მ-ზე მეტ სიღრმეზე გავრცელებული ცხოველები, რომლებიც სხვადასხვა სისტემატიკურ კატეგორიას განეკუთვნებიან, მაგრამ სხეულის აგებულების მრავალი საერთო ნიშანი აქვთ. არახელსაყრელი საარსებო პირობების გამო აბისალის ცხოველების სახეობათა რაოდენობა მცირეა. ყველაზე გავრცელებული ჯგუფია კანეკლიანები, შემდეგ კიბოსნაირნი და ნაწილობრივ თევზები. მრავლად არიან აგრეთვე ნაწლავღრუიანები, ღრუბლები, ასციდიები, მოლუსკები. საბჭოთა ბიოლოგებმა წყნარ ოკეანეში (1949) ამ ფაუნის წარმომადგენლები მოიპოვეს 8 ათას მ სიღრმეზე. მაღალი წნევისადმი ორგანიზმთა ადაპტაციის მანიშნებელია კიროვან და ძვლოვან ჩონჩხს მოკლებული რბილი და მოქნილი სხეული. მუდმივი წყვდიადისადმი შეგუების შედეგია ტელესკოპური თვალები, რომლებიც ორგანიზმების ფოსფორულ ნათებას აღიქვამენ. ზოგი სახეობა სრულიად ბრმაა, ზოგისათვის მანათობელი ორგანოებია დამახასიათებელი. აბისალის ცხოველების ბევრი სახეობა სუბსტრატზეა მიმაგრებული, ხოლო მოძრავ ფორმებს კიდურები საგრძნობლად აქვთ წაგრძელებული. აბისალის ცხოველები იკვებებიან წყლის ზედა ფენებიდან ჩამოცვენილ ცხოველთა მძორითა და დეტრიტით, ზოგი ბაქტერიებით. აბისალის ცხოველები გვხვდება ოხოტისა და ბერინგის ზღვებში, შავი ზღვის ფსკერზე გოგირდწზალბადის დიდი შემცველობია გამო სიცოცხლე არ არის.

აბისალის ცხოველებია: ნიჩაბფეხიანი კიბო (Copepoda), მანათობელი თევზი (Myctophum punctatum), მედუზა (Periphilla regina), ღრმა ზღვის გველთევზა (Synaphobranchus pinnatus), გარნელი (Notostomus), ზღვის ობობა (Colossendeis macerimma), საოცარი ლამპარი (Lycoteuthis diadema), ღრუბელი ფერონემა (Pheronema carpenteri), თევზი (Myctophum affine), თევზი ვარხვი (Gastrostomus bairdii), ზრვის შროშანი ბათიკრინუსი (Bathisrinus sp.), ზღვის ნაკრტენი (Scytalium splendens), ექიურისი (Talassema sp.), თევზი მეანკესე (Melanocetus krechi), მარჯნები პარაგორია (Paragorgia sp.), ჰოლოთურია (Deima), ზღვის ვარსკვლავა ბრიზინგიდა (Brisingidae), თევზი ტელესკოპი (Opisoproctus soleatus), ჰოლოთურია სფეროტურია (Spaeroturia sp.), ზღვის ზღარბი (Salenia) და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]