ბაგრატ III-ის მონეტა
Jump to navigation
Jump to search
ბაგრატ III-ის მონეტა, ერთიანი საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის (975-1014) ვერცხლის უნიკალური მონეტა (წონა - 1,78 გ. დიამეტრი - 23 მმ). აღმოჩენილია თბილისში 1863 წელს. შუბლზე დამახინჯებული არაბული ზედწერილია "არ არს ღმერთი გარდა ერთისა, არ ჰზავს მას თანაზიარი"; ზურგზე მოთავსებული არაბული წარწერას "მაჰმადი ღვღისმოციქულია", ირგვლივ დაქარაგმებული ქართული ასომთავრულით შემოუზვება: "ქრისტე ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე". მონეტა ინახება ერმიტაჟში (სანქტ-პეტერბურგი).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დუნდუა გ., ქსე, ტ. 2, გვ. 132, თბ., 1977