შინაარსზე გადასვლა

პეტრე ბაგრატიონი (მეცნიერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაგრატიონი, პეტრე)
პეტრე ბაგრატიონი
დაბ. თარიღი 12 (24) სექტემბერი, 1818 ან 24 სექტემბერი, 1818(1818-09-24)[1]
დაბ. ადგილი ყიზლარი
გარდ. თარიღი 17 იანვარი, 1876(1876-01-17) (57 წლის) ან 29 იანვარი, 1876(1876-01-29)[1] (57 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქართველო
საქმიანობა ფიზიკოსი, სამეფო ოჯახის წევრი[1] და ინჟინერი[1]
მამა რომან ბაგრატიონი
ჯილდოები წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი და თეთრი არწივის ორდენი

პეტრე რომანის (რევაზის) ძე ბაგრატიონი (დ. 12 (24) სექტემბერი, 1818, ყიზლარი ― გ. 17 (29) იანვარი, 1876, პეტერბურგი) — ქართველი მეცნიერი და ინჟინერი. მხედართმთავარ პეტრე ბაგრატიონის ძმისწული.

1827 წელს მიაბარეს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. 1835 გაამწესეს პეტერბურგის ლაიბ-გვარდიაში იუნკრად. 1845 დაინიშნა ჰერცოგ მაქსიმილიან ლოიხტენბერგის ადიუტანტად და 7 წელი ახლდა მას ევროპაში. ლოიხტენბერგის სიკვდილის შემდეგ (1851) ბაგრატიონი პეტერბურგში დაბრუნდა. 1857 ჩაირიცხა კავკასიის ესკადრონის ლაიბ-გვარდიაში და მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1862 დაინიშნა ტვერის გუბერნატორად. 1865 მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება, ხოლო 1870 წელს დანიშნეს ბალტიისპირა ქვეყნების - ლიფლანდიის, კურლანდიისა და ესტლანდიის - გენერალ-გუბერნატორად.

1842-იდან ბაგრატიონმა დაიწყო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ფიზიკისა და ქიმიის დარგში. ექსპერიმენტული გამოკვლევებს იგი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის კაბინეტში ატარებდა. გამოიგონა პირველი მშრალი გალვანური ელემენრი, რომელსაც მიუძღვნა თავისი პირველი სამეცნიერო შრომა (1843, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ბიულეტენი; განმეორებით გამოვიდა ლონდონსა და პარიზში 1845). ამ ნაშრომში იხილავდა გალვანოპლასტიკასა და გალვანურ ელემენტში მიმდინარე პროცესებს. ბაგრატიონმა პირველმა აღმოაჩინა ლითონური ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ხსნადობა ტუტე ლითონთა ციანიდების წყალხსნარებში, რაც საფუძვლად დაედო დაციანების მეთოდს. 1847 წელს აღმოაჩინა მინერალ ორტიტის სახეობა, რომელსაც „ბაგრატიონი“ უწოდეს.

  • პარკაძე ვ., პეტრე რომანის ძე ბაგრატიონი, თბ., 1956
  1. 1 2 3 4 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.