ბაბა კუხი ბაკუვის მეჩეთი
ბაბა კუხი ბაკუვის მეჩეთი აზერ. Baba Kuhi Bakuvi məscidi | |
---|---|
მდებარეობა | იჩერი-შეჰერი, ბაქო, აზერბაიჯანი |
სტილი | ისლამური არქიტექტურა |
თარიღდება | IX საუკუნე |
ბაბა კუხი ბაკუვის მეჩეთი (აზერ. Baba Kuhi Bakuvi məscidi) — მეჩეთი (ნანგრევები) აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. მდებარეობს ქალაქის ისტორიული ნაწილის, იჩერი-შეჰერის მიდამოებში, ქალწულის კოშკის ჩრდილოეთით. სავარაუდოდ ეკუთვნოდა სპარსელ მეცნიერსა და ღვთისმეტყველს ბაბა კუხი ბაკუვის.
აღმოჩენა და შესწავლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეჩეთი აღმოჩენილი იქნა 1990–1993 წლებში არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობისას, რომელსაც აწარმოებდა არქეოლოგი ფარჰად იბრაჰიმოვი. მეჩეთის სამსხვერპლოზე აღმოჩენილი იქნა არაბული წარწერა — „ძალაუფლება ალაჰს ეკუთვნის“. იგი ეპიგრაფისტმა მეშადიხანუმ ნეიმათიმ წაიკითხა. წარწერის პალეოგრაფიულმა განსაკუთრებულობამ მკვლევრებს საშუალება მისცა ეს ძეგლი IX–X საუკუნის კუთვნილებად გამოეცხადებინათ.[1] 1998 წლის გათხრების შედეგად მეჩეთის ორი ოთახის გახსნა მოხერხდა. თვითონ მეჩეთი მის გვერდზე აშენებულ ოთახებთან და წაწვეტებულარკებიან კოლონადასთან ერთად ერთიან კომპლექსს წარმოადგენდა. იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქი სავაჭრო-საქარავნე გზაზე იყო განლაგებული, მეცნიერებმა ამ ადგილზე ხანაყის მდებაროება ივარაუდეს. ფარჰად იბრაჰიმოვის შეხედულებით, მეჩეთი ეკუთვნოდა შუასაუკუნეების ბაქოელ რელიგიურ მოღვაწეს ბაბა კუხი ბაკუვის.[1]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Памятники Национального значения. Официальный сайт Управления государственного историко-архитектурного заповедника Ичери-Шехер.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-01. ციტირების თარიღი: 2015-11-10.