ახალსოფლის ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალსოფლის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე, საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე გამოვლინდა შენობათა რიყის ქვით ნაგები საძირკვლები და წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. მდინარის ფლატეში ჩანს დიდი ზომის ქვევრები, თონეები და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]