ახალსოფლის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალსოფლის ეკლესია (ყვარლის მუნიციპალიტეტი).

ახალსოფლის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. დგას დიდ მინდვრად წოდებულ ადგილზე, თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (6,2x4,5 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. დაზიანებულია; ჩაქცეულია კამარა, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილი. შესასვლელი დასავლეთითაა, კარი თარაზულადაა გადახურული.

აღმოსავლეთით ოდნავ შებრტყელებული, ღრმა აფსიდია. რომლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ორივე მხარეს მოწყობილია თითო ოთხკუთხა ნიშა. წინ კი დგას ქვის ტრაპეზი, ერთი ოთხკუთხა პარალელურწირთხლებიანი სარკმელი დასავლეთით შესასვლელის ზემოთაცაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]