ახალი ტექსტუალობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ახალი ტექსტუალობები, ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც 1990-იანი წლებიდან იწყება საფრანგეთსა და აშშ-ში. თავად ტერმინი 1997 წელს, ფრანგმა მწერალმა, ფრანკ ლაროზმა შექმნა.

ახალი ტექსტუალობები უკავშირდება ობიექტივიზმს, რომელმაც უარი თქვა ლიტერატურაშილირიზმსა და სუბიექტურობაზე , შემოიტანა მასში გარკვეული რაოდენობით პოლიტიკა, და ახალი ტექნოლოგიების გამოჩენას. ახალი ტექსტუალობები ერთმანეთში ურევს ისეთ ურთიერთგანსხვავებულ ჟანრებს, როგორიცაა პოეზია, რომანი, თეატრი, ესსე და ა.შ. შეაქვს მათში ფილოსოფია ნაკლებად კლასიკური ფორმით.

ამ "ტექსტუალობას” ორმაგი მახასიათებელი გააჩნია. ერთი მხრივ ძლიერად “დეტერიტორიალიზებულია” ანუ არ აინტერესებს თუ ვის მიემართება, როგორი ფორმით იქნება წარმოდგენილი. ეს ტექსტები შეიძლება ნებისმიერი სახით იქნას წაკითხული: იქნება ეს როგორც პოეზია, როგორც პროზა, როგორც თეატრი თუ როგორც ფილოსოფია. ეს მწერლები იყენებენ ლიტერატურულ მეტაენას, რომლის მიზანია მეტა-ლიტერატურის და, შესაბამისად, გარკვეული უნივერსალურობის შექმნა.

მეორე მხრივ, ახალი ტექსტუალობების ავტორებზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ახალმა ტექნოლოგიებმა ამასთან, ეს შემოქმედები არიან არა მხოლოდ მწერლები, არამედ ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენლებიც. ამგვარად ახალი ტექსტუალობა მიზნად ისახავს ხელოვნების ჟანრების გახსნას (ლიტერატურა, ვიზუალური ხელოვნება, მულტიმედია, პლასტიკური ხელოვნება, სასცენო ხელოვნება, ციფრული ხელოვნება და ა.შ.). ამ მიმდინარეობის ფარგლებში შემავალი ნაწარმოებები არის ან პირდაპირ ‘’ვერბო-ვიზუალური” და აუდიო ციფრული ხელოვნებიდან წარმომდგარი ან იმ მიზნით შექმნილი, რომ მასალად გამოადგეს ასევე ციფრულ ან სასცენო ხელოვნებაში ადაპტაციისთვის. აქედან გამომდინარე ტექსტთან ერთად მოიცავენ სურათსა და ხმას (ძირითადად ელექტრონულს).

ამგვარი ტექსტები უფრო ხშირად კოლექტიურადაა შექმნილი რამდენიმე ავტორის მიერ. რამდენადაც ამ ნაწარმოებებში მხოლოდ ტექსტი არ შედის, მათ ეწოდათ “ტექსტუალობები”, ხოლო იმის გამო, რომ ისინი პირდაპირ კავშირშია ახალ ტექნოლოგიებთან, სახელწოდებას დაემატა ზედსართავი "ახალი".

ეს მიმართულება ნაწარმოების წიგნად გამოცემას მეორეხარისხოვნად მიიჩნევს, რადგან მათ შემთხვევაში წიგნს მთლიანად ცვლის სცენა, ინტერნეტი, მულტიმედია.

თეატრში ეს ახალი ტექსტუალობები უფრო ცნობილია პოსტდრამატული თეატრის სახელწოდებით, რომელიც 1990-იანი წლებიდან ჩნდება სცენაზე.

საფრანგეთში ამ მიმართულების მთავარი მხარდამჭერია ჟურნალი EvidenZ.

წარმომადგენლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფრანკ ლაროზი
  • კრისტოფ ჰუისმანი
  • ერიკ სადენი
  • პატრიკ ბუვე
  • ნატალი კენტენი
  • კლოე დელომი
  • მეჰდი ბელაი კასემი
  • ფილიპ ბუასნარი
  • კრისტოფ ჰანა
  • კრისტოფ დ’ალივილიე
  • კრისტოფ ტარკო
  • კრისტოფ ფია
  • სილვენ კურტუ