ახალი ოსმალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალი ოსმალები — ფარული პოლიტიკური ორგანიზაციის „ახალ ოსმალთა საზოგადოების“ წევრები. ორგანიზაცია შექმნეს ოსმალეთის ახალგაზრდა, უმთავრესად სამოხელეო ინტელიგენციის წარმომადგენლებმა 1865 წელს სტამბოლში. იდეური ხელმძღვანელები იყვნენ თურქი განმანათლებლები: იბრაჰიმ შინასი, ნამიქ ქებალი და სხვა. ახალგაზრდა ოსმალების ბურჟუაზიის იმ წრეების ინტერესებს გამოხატავდნენ, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში კაპიტალური სახელმწიფოების პოზიციების გაძლიერებით. ოსმალეთის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის ახალგაზრდა ოსმალებს აუცილებლად მიაჩნდათ კონსტიტუციით შეეზღუდათ სულთნის ხელისუფლება.

1866 წელს მათ შეთქმულება მოაწყეს სულთნის წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდნენ. წევრების ნაწილი დააპატიმრეს, ნაწილი კი საზღვარგარეთ გაიქცა და ოსმალეთის რეაქციული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა განაგრძო. რამდენიმე წლის შემდეგ სულთნის მთავრობამ ამნისტია გამოსცა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა ოსმალები დააპატიმრა და გადაასახლა. სასტიკი რეპრესიების მიუხედავად, XIX საუკუნის ბოლოს ოსმალეთში კვლავ აღორძინდა ბურჟუაზიულ-რევოლუციური მოძრაობა, რომლის წარმომადგენლებმა შექმნეს ახალგაზრდა თურქების პოლიტიკური ორგანიზაცია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]