აძაბის გვირაბი
იერსახე
| აძაბის გვირაბი | |
|---|---|
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
| აბსოლუტური სიმაღლე | 250 მ |
| სიგრძე | 45 მ |
| ამგებელი ქანები | კირქვა |
აძაბის გვირაბი — კარსტული წარმონაქმნი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აძაბის მღვიმის სამხრეთით 20 მ-ზე. ვრცელდება ზღვის დონიდან 250 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს 45 მ სიგრძის აღმავალ გვირაბს, რომელიც ძლიერ მეანდრირებულია. გვირაბის საშუალო სიგანე 0,5 მ-ია, ხოლო სიმაღლე 1-1,5 მ არ აღემატება. მღვიმე ვიწრო ნაპრალით იხშობა. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება მაკარონისებური სტალაქტიტები, მექანიკურიდან — ცალკეული ლოდები. ჰავა სტატიურია. მღვიმეში გაედინება პატარა ნაკადი. ბინადრობენ ღამურები, მწერები, ობობები. ადვილი გასასვლელია. შედგენილია გეგმა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.