აცეტონ-ბუტილური დუღილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აცეტონ-ბუტილური დუღილიკლოსტრიდიუმის გვარის ბაქტერიების მიერ მკაცრად ანაერობულ პირობებში მიმდინარე დუღილის პროცესი, რომლის დროსაც ერბომჟავასა და ძმარმჟავასთან ერთად გარემოში გროვდება ბუტილის, იზოპროპილისა და ეთილის სპირტები, აგრეთვე აცეტონი. არის რძემჟავური დუღილის ნაირსახეობა. აცეტონ-ბუტილური დუღილი მიმდინარეობს ორ ეტაპად (აღწერილია ვლადიმერ შაპოშნიკოვის მიერ). თავდაპირველად ხდება კულტურების აქტიური ზრდა, ერბომჟავასა და ძმარმჟავას წარმოქმნა, ხოლო შემდეგ, გარემოს 5,0 рН-მდე შემჟავებასთან ერთად, მასში ცხიმოვანი მჟავების შემცველობის გაზრდის გამო ინდუცირდება იმ ფერმენტების სინთეზი, რომლებიც უზრუნველყოფენ ნეიტრალური ნაერთების დაგროვებას, უპირველეს ყოვლისა ბუტანოლ-1-ისა და აცეტონის. აცეტონ-ბუტილური დუღილი ბაქტერიების მიერ გამოიყენება ზრდადი მჟავიანობის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Захарчук Л. М. Ацетоно-бутиловое брожение // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 584.