აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირების გეგმა 2009
აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირების გეგმა (ინგლ. economic stimulus plan), ასევე ამერიკის განახლებისა და რეინვესტიციის აქტი (ინგლ. American Recovery and Reinvestment Act), აქტი მიღებული აშშ-ის კონგრესის მიერ 2009 წელს. წარმოდგენილი იყო ორი ვერსია, ერთი წარმომადგენელთა პალატისა, ხოლო მეორე — სენატისგან. 2009 წლის 11 თებერვალს მოლაპარაკებები კონგრესში დასრულდა $789 მილიარდის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმაზე შეთანხმებით, რომელსაც პრეზიდენტი ობამას ხელმოწერა სჭირდებოდა საბოლოო დამტკიცებისთვის.
გეგმა ძირითადად ემყარება პრეზიდენტ ბარაკ ობამას წამოყენებულ წინადადებას და მისი დანიშნულება იპოთეკური ბაზრის ჩავარდნით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის ამოყვანაა. გეგმა მოიცავს ფედერალური გადასახადების შეკვეცას, უმუშევართა შემწეობის გაზრდასა და სხვა სოციალური დაცვის მექანიზმებს, ასევე კაპიტალდაბანდებას განათლებაში, ჯანდაცვაში და ინფრასტრუქტურაში, მათ შორის ენერგიის სექტორში. ეს გეგმა გაცილებით მასშტაბურია 2008 წლის ეკონომიკის სტიმულირების აქტთან შედარებით, რომელიც ძირითადად მოსახლეობისთვის გადასახადების ნაწილის დაბრუნებას მოიცავდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- American Recovery and Reinvestment Act დაარქივებული 2016-01-26 საიტზე Wayback Machine. Fully Searchable Conference Version დაარქივებული 2016-01-26 საიტზე Wayback Machine.
- Recovery.gov დაარქივებული 2009-02-03 საიტზე Wayback Machine. — A website of the Executive for transparency of actions taken under the American Recovery and Reinvestment Act of 2009
- Full Video of The American Recovery and Reinvestment Act of 2009 signing ceremony on February 17, 2009 (from C-SPAN)[მკვდარი ბმული]