პეტრე აღნიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აღნიაშვილი, პეტრე)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აღნიაშვილი.
პეტრე აღნიაშვილი
9-petre-agniashvili.webp
პეტრე აღნიაშვილი
დაბ. თარიღი 2 თებერვალი, 1896
თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 31 მაისი, 1937 (41 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა რევოლუციონერი
ჯილდოები წითელი დროშის ორდენი

პეტრე სიმონის ძე აღნიაშვილი (დ. 2 თებერვალი[ ძვ. სტ. 21 იანვარი], 1896, თბილისი ― გ. 31 მაისი, 1937) — ქართველი რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომუნისტური პარტიის წევრი 1916 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ოქტომბრის რევოლუციამდე მუშაობდა თბილისისა და მოსკოვის პარტიულ ორგანიზაციებში. 1917 წლის დეკემბრიდან იყო კავკასიის ფრონტის სამხედრო-რევოლუციური კომიტიტის შემადგენლობაში და აქტიურად მუშაობდა ფრონტის ტრაპირონის უბანზე. 1918 იყო საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის აფხაზ მშრომელთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აჯანყების დამარცხების შემდეგ (1918 წლის მაისი) გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში და მეთაურობდა წითელი არმიის კავკავის ჯგუფს. 1919 წლის ზაფხულიდან ორგანიზატორულ მუშაობას ეწეოდა თბილისში, რისთვისაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა მთავრობამ დააპატიმრეს. 1920 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ნაწილებს სამოქალაქო ომის ფრონტებზე. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ იყო წითელი არმიის ქართული ნაწილების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1921 სექტემბრიდან საქართველოს სამხედრო და საზღვაო სახალხო კომისრის მოადგილე, შემდეგ ქართული დივიზიის უფროსი. მომდევნო წლებში მუშაობდა პასუხსაგებ თანამდებობებზე წითელ არმიაში, საქ. კპ(ბ)ცკში. სწავლობდა მოსკოვის წითელი პროფესურის ინსტიტუტში. 1932 წლის მარტში დანიშნეს საქართველოს სსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 1933-1934 წლებში მუშაობდა საქ. კპ (ბ) ცკ-ის მეორე მდივნად, 1935-1936 ასფსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]