აღმოსავლეთის პაქტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღმოსავლეთის პაქტი — ჰიტლერული აგრესიის წინააღმდეგ, ურთიერთდახმარების ხელშეკრულების პროექტი სსრკ-ს, ჩეხოსლოვაკიას, პოლონეთს, ლატვიას, ლიტვას, ესტონეთს, საფრანგეთსა და ფინეთს შორის.

„აღმოსავლეთის პაქტის“ იდეა წამოაყენა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუი ბარტუმ. მას აქტიურად მხარი დაუჭირა საბჭოთა მთავრობამ. 1934 წლის მაის-ივნისში სსრკ და საფრანგეთი შეთანხმდნენ, რომ საფრანგეთს ეკისრა „აღმოსავლეთის პაქტის“, ხოლო სსრკ-ს - ლოკარნოს ხელშეკრულებათა გარანტია. 1934 წლის 14 ივნისს სსრკ-მა მიმართა დაინტერესებულ სახელმწიფოებს შეერთებოდნენ „აღმოსავლეთის პაქტს“. შეერთების სურვილი გამოთქვეს ჩეხოსლოვაკიამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ლიტვამ. ფინეთმა თავი შეიკავა. ამასთანავე ესტონეთმა და ლატვიამ მოითხოვეს, რომ გერმანია და პოლონეთიც შეერთებოდნენ „აღმოსავლეთის პაქტს“. პაქტის იდეა ფორმალურად მოიწონა ინგლისმაც, მაგრამ მისთვის მხარდაჭერის პირობად გამოაცხადა გერმანიის შეყვანა ურთიერთდახმარების რეგიონალურ ხელშეკრულებასა და სსრკ-საფრანგეთის შესაბამის ხელშეკრულებაში, რათა გერმანიაზეც გავრცელებულიყო საფრანგეთ-სსრკ-ის გარანტიები. სსრკ და საფრანგეთი დათანხმდნენ, მაგრამ ჰიტლერულმა გერმანიამ და პოლონეთის მთავრობამ უარი განაცხადეს მიეღოთ მონაწილეობა „აღმოსავლეთის პაქტში“. ჟ. ლ. ბარტუს მოკვლის შემდეგ, საფრანგეთის ახალი საგარეო მინისტრი პიერ ლავალი და საფრანგეთის მთავრობის ზოგი სხვა მოღვაწე ინგლისელ და ამერიკელ მმართველ წრეებთან ერთად არსებითად საბოტაჟს უწევდნენ სსრკ-საფრანგეთის დაახლოებისა და კოლექტიურობის უშიშროების განმტკიცების საქმეს, გამოდიოდნენ ჰიტლერული აგრესიის წამქეზებლად. ამის გამო „აღმოსავლეთის პაქტის“ პროექტი აღარ განხორციელდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]