აღმოსავლეთაზიური თაგვი
| აღმოსავლეთაზიური თაგვი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Apodemus peninsulae Thomas, 1907 | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 1899 | |||||||||||||||
| |||||||||||||||
აღმოსავლეთაზიური თაგვი (ლათ. Apodemus peninsulae) — ძუძუმწოვარი ცხოველი თაგვისებრთა ოჯახისა.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი მაქსიმალური მასაა 50 გ. სხეულის სიგრძეა (კუდის გარეშე) 7,2—12,5 სმ, კუდის სიგრძე — 6,7—11,6 სმ. ზურგზე ბეწვი ჟანგისფერი-წითური-მურა აქვს, ხოლო მუცელზე თეთრი.
გავრცელება და ჰაბიტატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გავრცელებულია ციმბირის სამხრეთში და შორეულ აღმოსავლეთში, მათ შორის ჩრდილოეთ მონღოლეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ჩინეთსა და კორეაში. ბინადრობს ტყეებში.
ცხოვრების სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცხოვრობს ხეების ჯირკვების ქვეშ ამოთხრილ სოროებში და წაქცეული ხეების ღეროებში. სოროში საბუდარი ადგილი მდებარეობს 25-45 სმ-ის სიღრმეზე. აქტიურია ღამით და შებინდებისას.
გამრავლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღმოსავლეთაზიური თაგვების გამრავლების სეზონი მიმდინარეობს წელიწადის თბილ თვეებში. ამ დროს მდედრი შობს 2-10 ნაშიერს.
კვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძირითადად იკვებება სხვადასხვა თესლებით. გაზაფხულზე და ადრეულ ზაფხულში მცენარეთა მწვანე ნაწილებით, კენკროვნებითა და მწერებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Won, Byeong-o (원병오) (2004). 한국의 포유동물 (Hangugui poyudongmul, Mammals of Korea). Seoul: Dongbang Media. ISBN 89-8457-310-8.
