აღალუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აღალუა (გ. 11 სექტემბერი, 1795) — ქართლ-კახეთის სამეფოს სამხედრო მოღვაწე, ეთნიკურად სომეხი.

თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, 1795 წლის კრწანისის ბრძოლის დროს ხელმძღვანელობდა თბილისის ციხეში განლაგებულ არტილერისტთა ერთ ჯგუფს, რომელიც ცდილობდა სეიდაბადის ბაღებიდან გამოსული სპარსელთა ჯარის შეჩერებას და დიდი ზიანი მიაყენა მტერს. დაიღუპა ამავე ბრძოლაში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კრწანისის ომი / სარგის კაკაბაძე; რედ.: შ. ბადრიძე; საქ. მეცნ. აკად., ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტი. 1991 — გვ. 139.