აქინ იოზთურქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქინ იოზთურქი
Akın Öztürk
ეროვნება თურქეთის დროშა თურქეთი
დაბადების თარიღი 21 თებერვალი, 1952 (1952-02-21) (72 წლის)
დაბადების ადგილი გუმუშჰანე
თურქეთის დროშა თურქეთი
კუთვნილება თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები
ჯარის სახეობა საჰაერო ძალები
სამხედრო სამსახურის წლები 1973-2016
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები Operation Deny Flight
ჯილდოები იხ. ქვემოთ

აქინ იოზთურქი (თურქ. Akın Öztürk; დ. 21 თებერვალი 1952, გუმუშჰანე, თურქეთი) — თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილი გენერალი, რომელიც თურქეთის საჰაერო ძალების 30-ე მეთაური იყო, 2015 წლის 4 აგვისტომდე.[1] სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, ის მაინც აგრძელებდა თავის მოვალეობის შესრულებას, როგორც უზენაესი სამხედრო საბჭოს წევრი.

იოზთურქი დააკავეს 2016 წლის 16 ივლისს, სახელმწიფო გადატრიალების დროს წამყვანი როლის თამაშის ბრალდებით. მას ჩამოართვეს ყველა მისი სამხედრო წოდება და ბრალი დასდეს საზოგადოებრივი წესრიგის, ტერორიზმის, შეთქმულების და ღალატის გამო.[2][3] იოზთურქმა უარყო ყველა ბრალდება.

2016 წლის გადატრიალების მცდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქინ იოზთურქი იმ 2 839 სამხედრო პირებს შორისაა, რომლების 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააკავეს 2016 წლის 16 ივლისს.[4][5] გაზეთ Hürriyet-ის ცნობით, მას ბრალად ედება გადატრიალების მცდელობის ლიდერობა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალ იოზთურქს მიენიჭა ნატოს მედალი, თურქეთის შეიარაღებული ძალების პატივცემული სამსახურის მედალი, თურქეთის შეიარაღებული ძალების ღირსების მედალი და პაკისტანის "Nishan-e Imtiaz"-ის მედალი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]