აქთაშის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქთაშის ტბა
უკრ. Актаське озеро
აქთაშის ტბა სურათის ცენტრში
აქთაშის ტბა სურათის ცენტრში
კოორდინატები: 45°22′31″ ჩ. გ. 35°49′45″ ა. გ. / 45.37528° ჩ. გ. 35.82917° ა. გ. / 45.37528; 35.82917
მდებარეობა უკრაინის დროშა უკრაინა
ტერიტორიული ერთეული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა
სიგრძე კმ
სიგანე 3,5 კმ
ფართობი 26,8 კმ²
საშუალო სიღრმე 0,1 
მარილიანობა 110–310 
აქთაშის ტბა — უკრაინა
აქთაშის ტბა

აქთაშის ტბა (უკრ. Актаське озеро, ყირიმ. Aqtaş gölü) — მლაშე ტბა უკრაინაში, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აზოვის ზღვისგან დაშორებულია 1 კმ- მდე სიგანის მინაყარით. სიგრძე 8 კმ, სიგანე 3,5 კმ, ფართობი 26,8 კმ², სიღრმე 0,1 მ. ტბის ქვაბული გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. ნაპირები მაღალი და ციცაბოა. იკვებება ზღვის წყლების ინფილტრაციის ხარჯზე და მიწისქვეშა მინერალიზებული წყლებით. წყალი ქლორ-ნატრიუმიანი ტიპისაა. მარილ-პეჟოს მინერალიზაცია სეზონის მიხედვით იცვლება 110-დან 310‰-მდე, მაქსიმალური დონე აგვისტო-სექტემბერშია, მინიმალური მაის-მარტში. წლის ბოლოსკენ ტბა ზოგჯერ შრება, ფსკერზე წარმოიქმნება მარილის ფენა. გამტკნარებულ ნაწილებში გავრცელებულია წყლის მცენარეულობა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Оліферов, А. М.. Актаське озеро uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2001). ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი, 2023