აფიანჩა (სოფელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფიანჩა (მრავალმნიშვნელოვანი).

აფიანჩა — ძველი სოფელი აფხაზეთში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ახლანდელი ქვემო აფიანჩა). სოფლის მახლობლად, აფიანჩის მთის ჩრდილოეთ ფერდობეზე, აფიანჩას მღვიმესთან ახლოს 1934-1938 წლებში ს. ზამიატნინმა შეაგროვა და შეისწავლა პალეოლითის ხანის არქეოლოგიური მასალა. კოლექცია მცირერიცხოვანია, ნივთები - დანიური სართულის კაჟისა. უმთავრესად გვხვდება კლექტონის ტიპის მასიური, უხეში ანატკეცები. კოლექციის ძირითადი ნაწილი აშელის ეპოქით თარიღდება, დანარჩენი - მუსტიეს საფეხურით. დაცულია სანქტ-პეტერბურგში. პეტრე I-ის სახელობის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]