აფელინუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აფელინუსი
Aphelinus mali.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  სიფრიფანაფრთიანები
ოჯახი:  ქალციდები
სახეობა:  აფელინუსი
ლათინური სახელი
Aphelinus mali

აფელინუსი (ლათ. Aphelinus mali) — სიფრიფანაფრთიანი პარაზიტი მწერი ქალციდების (Chalcididae) ოჯახისა. სხეულის სიგრძეა 1,2 მმ. იყენებენ ვაშლის საშიში მავნებლის ბურტყლა ბუგრის წინააღმდეგ. აფელინუსი ბუგრის სხეულში დებს კვერცს, რომლიდანაც მატლი ვითარდება, ბუგრი კი იღუპება. აფელინუსი გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. ყოფილ სსრკ-ში ორჯერ შემოიყვანეს (1926 და 1930 წლებში) და ლაბორატორიის პირობებში გამრავლების შემდეგ გაუშვეს კავკასიასა და უკრაინაში ბუგრებით დაზიანებულ ბაღებში. საქართველოში აფელინუსი პირველად 1931 წელს შემოიყვანეს. მისი აკლიმატიზაციის შემდეგ ბურტყლა ბუგრის მიერ მოყენებულმა ზარალმა საგრძნობლად იკლო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]