ქალციდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალციდები
E. amygdali-Ponte 3.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  სიფრიფანაფრთიანები
ზეოჯახი:  ქალციდები
ლათინური სახელი
Chalcidoidea

ქალციდები (ლათ. Chalcidoidea) — მწერების ზეოჯახი, მათი სხეულის სიგრძე 1—10 მმ აღწევს, ფერად მწვანე, შავი ან ყვითელია და ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. მატლი უფეხოა, ჭუპრი უპარკო. ქალციდების უმრავლესობის მატლები სხვა მწერებზე პარაზიტობენ, ზოგი მცენარეულ ქსოვილებში ვითარდება. ფართოდ გავრცელებული მწერები არიან. ზეოჯახში 27 ოჯახი და 8 ათასამდე სახეობაა. უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ მავნე მწერების პარაზიტებს — აფელინუსსა და ტრიქოგრამას. ქალციდებს შორის არიან ისეთები, რომლებიც ანადგურებენ მავნე მწერების პარაზიტებს. არიან მცენარეთა მავნებლებიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]