აურანგაბადი (მაჰარაშტრა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
აურანგაბადი
მარათ. औरंगाबाद
ინგლ. Aurangabad
CIDCO Aerial- Canought Place.jpg
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი მაჰარაშტრა
კოორდინატები 19°52′00″ ჩ. გ. 75°19′00″ ა. გ. / 19.86667° ჩ. გ. 75.31667° ა. გ. / 19.86667; 75.31667
ქალაქის მერი ნანდკუმარ გჰოდელე
დაარსდა 1592
ფართობი 196 კმ²
ცენტრის სიმაღლე 513
ოფიციალური ენა ჰინდი ენა, ურდუ ენა და მარათჰი
მოსახლეობა 1 414 918 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 7 219 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი 0240
საფოსტო ინდექსი 431 001
ოფიციალური საიტი http://Aurangabad.nic.in/newsite/index_english.htm
აურანგაბადი (მაჰარაშტრა) — ინდოეთი
აურანგაბადი (მაჰარაშტრა)

აურანგაბადი (მარათ. औरंगाबाद, ინგლ. Aurangabad, ჰინ. औरंगाबाद) — ქალაქი ინდოეთში, მაჰარაშტრის შტატში. აურანგაბადის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მთავარი ტურისტული ცენტრი, რომელზეც გადის გზა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისკენ, აჯანტისკენ და ელორის გამოქვაბულისკენ. ერთ-ერთი ახალი მილიონიანი ქალაქი, მნიშვნელოვანი სამრეწველო და საგანმანათლებლო ცენტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ააშენეს 1604-1610 წლებში პატარა სოფლის ადგილზე, აჰმადნაგარის სასულთნოს სულთან მურთაზა ნიზამ-შაჰ II-ის მმართველობის პერიოდში. ქალაქის დაარსების წლად 1610 წელი ითვლება. დაარსების შემდეგ მას უწოდეს ფატეჰპურა, სავარაუდოდ სასულთნოს პრემიერ-მინისტრის მალიქ ამბარის (ვისი სოფლის ადგილზეც ააშენეს ქალაქი) შვილის ფათჰ-ხანის პატივისცემის ნიშნად.

1634 წელს ქალაქში ჩავიდა აურანგზები, როგორც დეკანის გუბერნატორი. იგი აქ ცხოვრობდა 1644 წლამდე, შემდეგ წავიდა აგრაში დიდ მოგოლთა იმპერატორის ტახტზე ასასვლელად.

1681 წელს აურანგზები, უკვე როგორც იმპერატორი დაბრუნდა აურანგაბადში და იგი თავისი იმპერიის დედაქალაქად აქცია. აქედან აწარმოებდა წარმატებულ ომებს დეკანის სასულთნოს წინააღმდეგ. როგორც ჩანს ქალაქს სახელი უწოდეს სწორედ მის გამო.

დიდ მოგოლთა პერიოდში აურანგაბადს უწოდებდნენ „ქალაქი კარიბჭეს“, რადგან ქალაქში მრავალი კარიბჭე იყო. დღემდე შემონახულია რვა მათგანი და წარმოადგენენ მოგოლთა პერიოდის ძეგლებს.

აურანგზების საფლავი მდებარეობს აურანგაბადიდან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ხულდაბადში, სადაც ასევე მდებარეობს წმინდა ხეობა — ადგილი სადაც დაკრძალულია 1 500 სუფისტი წმინდანი. აურანგზების სახელს უკავშირდება თაჯ-მაჰალის კოპიოს, ბიბი-კა-მაკბარის აგება.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის ინდოეთის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობს 1 171 330 ადამიანი. მოსახლეობის 11 % ექვს წლამდე ბავშვია. ძირითადი ენებია მარათული ენა და ურდუ. აღწერის მონაცემებით მოსახლეობის 56,6 % საუბრობს მარათულ ენაზე, ხოლო 30,69 % — ურდუზე, ხოლო 11,99 %-ის სასაუბრო ენაა ჰინდი.

რელიგიური თვალსაზრისით 59,1 % არის ინდუისტი, 38 % — ისლამის მიმდევარი, ხოლო სხვა დანარჩენი — 2,9 %.

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის შემოგარენში მდებარეობს ბიბი-კა-მაკბარა, აურანგზების მეუღლის მავზოლეუმი. აურანგაბადის გამოქვაბული — ბუდისტური მონასტრების მღვიმეები ქალაქგარეთ, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით. ასევე აღსანიშნავია ქალაქის რვა კარიბჭე: ბჰადკალი, დილი, რანგინი, კატკატი, როშანი, ბარაპულა, პაიტხანი და კალა-დარვაჯა, რომელთაგან ყველაზე ადრეულია ბჰადკალი და დარვაჯა. ქალაქში ასევე მდებარეობს წყლის წისქვილების კომპლექსი — პანჩაკი, რომელიც გადმოცემის თანახმად ქალაქის დამაარსებელმა მალიქ ამბარმა ააშენა.

ქალაქის შემოგარენშია ასევე იუნესკოს ძეგლები აჯანტა და ელორის გამოქვაბული, ქალაქიდან 16 კილომეტრში მდებარეობს დაულატაბადიXII-XIV საუკუნეების გამაგრებული ქალაქი, ტუგლაკების დინასტიის ერთ-ერთი დედაქალაქი; ხულდაბადი — აურანგზების საფლავი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]