აუკუბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აუკუბა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Aucuba

აუკუბა (ლათ. Aucuba) — მცენარეთა გვარი შინდისებრთა ოჯახისა. გვხვდება ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში. უფრო ცნობილია იაპონური აუკუბა (Aucuba japonica), რომელიც 5 მეტრამდე სიმაღლის მარადმწვანე ორსახლიანი ბუჩქია, აქვს დიდი ფორთლები და პატარა მუქი მურა ყვავილები, წითელი, ყვითელი ან თეთრი ნაყოფი. ოთახისა და ორანჟერეის დეკორატიული მცენარედ ითვლება. ბუნებრივად იზრდება იაპონიის სუბტროპიკულ ტყეებში.

კულტივირებულია კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროზე და ყირიმში. საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარდა იზრდება ბოტანიკურ ბაღებსა და ბაღ-პარკებშიც. მრავლდება თესლითა და კალმით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]