აუგრაბისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
აუგრაბისი
Augrabies Falls, March 2008.jpg
აუგრაბისის წყალვარდნილი (2008 წლის მარტი)
კოორდინატები: 28°35′29″ ს. გ. 20°20′27″ ა. გ. / 28.59139° ს. გ. 20.34083° ა. გ. / -28.59139; 20.34083
მდებარეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
სიმაღლე 146 
მდინარე ორანჟი
აუგრაბისი — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
აუგრაბისი

აუგრაბისი (წარმოითქმის /ɔːˈxrɑːbiːz/) — წყალვარდნილი მდინარე ორანჟზე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილოეთი კაპლანდის პროვინციაში. სიმაღლე — 146 მეტრი. ფართობი — 820 კმ². წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს წყალვარდნილს. მდინარის შესართავიდან მდებარეობს დაახლოებით 500 კმ-ში. წყლის ნაკადი გაედინება კლდოვან ხეობაში, რომლის სიღრმე 240 მეტრია, ხოლო სიგრძე 18 კმ. ხეობა არის გრანიტული ეროზიის ტიპური მაგალითი. აუგრაბისის წყლის ხარჯი შეადგენს 7,800 მ³/წმ-ს.

„აუგრაბისი“ უწოდა ფინელმა ჰენდრიკ იაკობ ვიკარმა, რომელმაც მდინარეზე 1778 წელს იმოგზაურა. კოისანის ენებიდან აუგრაბისი ითარგმნება როგორც „ძლიერი ხმაურის ადგილი“. 1954 წელს ქალაქი აპინგტონი გამოვიდა ინიციატივით ჩანჩქერის ადგილას ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით. 1966 წლის 5 აგვისტოს შეიქმნა აუგრაბისის ეროვნული პარკი, რომლის ტერიტორიაზე გვხვდება შავი მარტორქა, კანა, ანტილოპა და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: