ასფოდელო
იერსახე
| ასფოდელინე | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
თეთრი ასფოდელო (Asphodelus albus) | |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Asphodelus L., 1754 | |||||||||||||
| სინონიმები | |||||||||||||
| |||||||||||||
ასფოდელო (ლათ. Asphodelus) — ბალახოვანი, უმთავრესად მრავალწლოვანი მცენარეების გვარი ასფოდელოსებრთა ოჯახისა. ქართულ ენაში „ასფოდელო“ ასევე ეწოდება გვარ Asphodeline-ს და მის სახეობებს.[1]
აერთიანებს 10 სახეობას. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის რაიონში, აგრეთვე მასკარენის კუნძულებზე და აზიაში.
ბოლქვები შეიცავს სახამებელსა და სხვა ნახშირწყლებს. იყენებენს საჭმელად, სპირტის გამოსახდელად და წებოს დასამზადებლად. ზოგი სახეობა დეკორატიულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 663.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბიძინაშვილი როზა, გვარი ასფოდელოს (Asphodeline Reichenb.) წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში // საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე №1 (43), თბ.: აგრო, 2020. — გვ. 115.