ასტის პროვინცია
იერსახე
ასტის პროვინცია (იტალ. Provincia di Asti) — პროვინცია იტალიაში, პიემონტის რეგიონში. დედაქალაქია ასტი. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ტურინის პროვინცია, სამხრეთ-დასავლეთით — კუნეოს პროვინცია. აღმოსავლეთით საზღვარი აქვს ალესანდრიის, სამხრეთით კი სავონის პროვინციასთან. პროვინციის ფართობი 1 504,5 კმ²-ია, მოსახლეობა 206 265 (2004).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასტის პროვინცია 1935 წელს, მეფე ვიქტორ ემანუელ III-ის სამეფო დეკრეტის საფუძველზე შეიქმნა, ალესანდრიის პროვინციისგან გამოყოფით.
კომუნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია შედგება 118 კომუნისგან.[1] ცხრილში მოცემულია ძირითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ[2]:

| კომუნა | მოსახლეობა |
|---|---|
| ასტი | 71 276 |
| კანელი | 10 230 |
| ნიცა-მონფერატო | 10 019 |
| სან-დამიანო-დ’ასტი | 7 622 |
| კოსტილოლე-დ’ასტი | 5 882 |
| ვილანოვა-დ’ასტი | 4 717 |
| ლასტელონე-დელე-ლანცე | 3 641 |
| მონკალვო | 3 320 |
| კასტელნუოვო-დონ-ბოსკო | 3 038 |
| Villafranca d'Asti | 2 942 |
| კასტელ-ალფერო | 2 691 |
| მომბერეჩელი | 2 214 |
| ვალფენერა | 2 128 |
| მონტეგროსო-დ’ასტი | 2 084 |