ასმა მუჰამედ აბდულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

ასმა აბდულა
ასმა აბდულა
სუდანის დროშა სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 სექტემბერი 2019 – 9 ივლისი 2020
პრემიერ-მინისტრი  აბდალა ჰამდუკი
წინამორბედიმუჰამედ აჰმედ ად-დირდირი
მემკვიდრექამალ ისმაილი

დაბადებული1946
ხართუმი, სუდანი
განათლებახართუმის უნივერსიტეტი

ასმა მუჰამედ აბდულა ( არაბ. أسماء محمد عبد الله‎ დ. 1946, ხართუმი) — სუდანელი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე. სუდანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი (2019-2020). პირველი ქალი, რომელიც ხელმძღვანელობდა სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მესამე ქალი, რომელმაც დაიკავა ეს პოსტი არაბული ქვეყნების ისტორიაში (მავრიტანიაში 2009 წელს ნაჰა მინტ მუკნასის და 2015 წელს ფატმა უოლ მინტ სვაინას შემდეგ.)[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1946 წელს. [2]

1971 წელს დაამთავრა ხარტუმის უნივერსიტეტი ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იგი გახდა ერთ-ერთი პირველი სამი ქალიდან, რომელიც შეუერთდა სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატის რანგში. იგი მუშაობდა დიპლომატად სუდანის მისიებში საზღვარგარეთ, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მაროკოში და შვედეთში. რაც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ომარ ალ-ბაშირმა აიღო ხელისუფლების სადავეები, 1991 წელს მისმა ადმინისტრაციამ გაათავისუფლა ასმა თანამდებობიდან, საჯარო ინტერესების შესახებ კანონის მოთხოვნის შესაბამისად.

UNICEF-ის მიერ სკანირებული 1990 წლის ქაღალდის ჩანაწერების მიხედვით, ასმა იყო UNICEF-ის აღმასრულებელი საბჭოს მეოთხე ვიცე-თავმჯდომარე 1990-1991 წლებში.

სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მან შეწყვიტა ყოველგვარი პოლიტიკური საქმიანობა და მუშაობდა რეგიონულ ორგანიზაციებში, მათ შორის არაბული სახელმწიფოების ლიგაში. 2009 წელს მან ჩამოაყალიბა მთარგმნელობითი სააგენტო.

2019 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად ომარ ალ-ბაშირი ჩამოაგდეს რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციების შემდეგ.

2019 წლის 8 სექტემბერს მან მიიღო სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი აბდალა ჰამდუკის გარდამავალ მთავრობაში, რომელიც ჩამოყალიბდა პოლიტიკური შეთანხმების შედეგად სუდანის გარდამავალ სამხედრო საბჭოს (TMC) და ოპოზიციურ კოალიციას „ძალები თავისუფლებისა და ცვლილებისთვის.“ (FFC) შორის. ასმა აბდალა გახდა პირველი ქალი, რომელიც ხელმძღვანელობდა სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტროს. [3]

2020 წლის 9 ივლისს ასმა აბდალა თანამდებობიდან გაათავისუფლა სუდანის პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა დემოკრატიაზე გადასვლის დაჩქარებას, ქუჩის საპროტესტო აქციების ფონზე სწრაფი და ყოვლისმომცველი რეფორმების მოთხოვნით. [4] საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დროებით დაინიშნა სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქამალ ისმაილი.

ქამალ ისმაილი ასრულებდა უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ ფუნქციებს მაშინ, როდესაც თავად საგარეო საქმეთა მინისტრი ასმა აბდალაჰი ბევრ საკითხში ნაკლებად იყო ჩართული. ქამალ ისმაილი წარსულში იყო აშშ - ში დაფუძნებული პროექტ Enough Project წამყვანი პოლიტიკური კოორდინატორი და დარფურის კონფლიქტისSave Darfur-ის კამპანიის ცნობილი ფიგურა. ის დაახლოებული იყო აშშ-ში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, განსაკუთრებით 2011 წლიდან, როდესაც მან ამერიკის კონგრესის წინაშე ჩვენება მისცა დარფურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდა სუდანის ოპოზიციის მხარდაჭერისკენ. 2019 წლის მაისში, სუდანში დაბრუნებამდე, ქამალ ისმაილი მეორედ წარსდგა კონგრესის წინაშე, ამჯერად მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც ავალდებულებს ამერიკის შეერთებულ შტატებს სუდანის რევოლუციის შემდეგ მხარი დაუჭიროს სამოქალაქო მმართველობაზე სწრაფ გადასვლას; ეს რეზოლუცია მოგვიანებით მიიღო კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. ასმა აბდულა 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად და გახდა ამ საპატიო თანამდებობის მფლობელი, სხვა საკითხებთან ერთად, მინისტრთა კაბინეტში ქალების წარმომადგენლობის გაუმჯობესების მიზნით. [5] [6]

ასმა აბდულა გათხოვილია და ჰყავს ქალიშვილი. [7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. نجلاء المنقوش: أول امرأة تتولى حقيبة الخارجية في ليبيا (არაბ. .). BBC (10 მარტი 2021). ციტირების თარიღი: 22 მარტი 2021. დაარქივებულია 28 ივლისი 2021
  2. Asma Abdalla: Sudan’s first woman foreign minister. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-08. ციტირების თარიღი: 2021-03-23.
  3. من هي اسماء محمد عبدالله وزيرة الخارجية السودانية السيرة الذاتية - المساعد الشامل " www.almseid.org. مؤرشف من الأصل في 2019-12-08. اطلع عليه بتاريخ 2019-2019-11-29
  4. Sudan replaces slew of top ministers to speed political reforms. Reuters (2020-07-09). ციტირების თარიღი: 2021-03-23
  5. Asma Abdalla: Sudan’s first woman foreign minister. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-08. ციტირების თარიღი: 2021-03-23.
  6. Foreign Policy Making in Sudan: Determinants and Roles. Emirates Policy Center (2020-09-13). ციტირების თარიღი: 2021-03-23
  7. Asma Abdalla: Sudan’s first woman foreign minister. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-08. ციტირების თარიღი: 2021-03-23.