ასკარ რასულოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასკარ რასულოვი
მშობლიური სახელი აზერ. Əsgər Adil oğlu Rəsulov
დაბადების თარიღი 3 მარტი, 1954 (68 წლის)
ნახიჩევანი, აზერბაიჯანის სსრ
ეროვნება აზერბაიჯანელი
საქმიანობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული არქივის დეპარტამენტის უფროსი
წინამორბედი ათახან ფაშაევი

ასკარ ადილ ოღლუ რასულოვი (აზერ. Əsgər Adil oğlu Rəsulov) (დ. 3 მარტი, 1954, ნახიჩევანი) — აზერბაიჯანელი მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული არქივის დეპარტამენტის უფროსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასკარ ადილ ოღლუ რასულოვი დაიბადა 1954 წლის 3 მარტს ქალაქ ნახიჩევანში. 1960-1970 წლებში სწავლობდა ნახიჩევანის აქბარ აღაევის სახელობის სკოლა-ინტერნატში. 1971 წელს ჩაირიცხა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, ხოლო 1971-1976 წლებში სწავლობდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის თურქულ განყოფილებაში. მან წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი. ბსუ-ში 1980 წლიდან მუშაობს. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორია.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა თარჯიმნად თურქეთის რესპუბლიკაში სსრკ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტში. ბაქოს სახელმწოფო უნივერსიტეტში აგრძელებს სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.

1983 წელს ასკარ რასულოვმა მიიღო ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი თემაზე „ესეების ჟანრი თურქულ ლიტერატურაში“.

2005 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოლოგიაში თემაზე „მხატვრული ჟურნალისტური ჟანრების გაჩენა და განვითარების გზები თურქულ ლიტერატურაში“.

2012 წლის ნოემბერში რასულოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინიშნა ეროვნული არქივის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, ხოლო 2018 წლის 31 ივლისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებითა ზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული არქივის დეპარტამენტის უფროსად.

მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო სემინარში, სიმპოზიუმსა და კონფერენციაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]