ასამპშენი (კუნძული)
მშობ. სახელი: ინგლ. Assumption Island | |
---|---|
ასამპშენის კუნძულის ხედი ჰაერიდან | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 09°44′03″ ს. გ. 46°30′34″ ა. გ. / 9.73417° ს. გ. 46.50944° ა. გ. |
ფართობი | 11,07 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 32 მ |
სეიშელის კუნძულები | |
ოლქი | სეიშელის გარე კუნძულები |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 7 |
სიმჭიდროვე | 0,63 ად. /კმ² |
ასამპშენი (ინგლ. Assumption Island) — მარჯნის კუნძული სეიშელის გარე კუნძულების ალდაბრის კუნძულების შემადგენლობაში. მდებარეობს 28 კმ-ში სამხრეთით ატოლ ალდაბრიდან. ფართობი შეადგენს 11,07 კმ²-ს. კუნძულის დასავლეთის მხარეს მდებარეობს პატარა დასახლებული პუნქტი (7 ადამიანი[1]) სანაპირო პლაჟით. ორ დიდ ქვიშის დიუნას უკავია მკაფიო ადგილი კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ერთ-ერთის სიმაღლე 32 მეტრია.
გუანოს უკონტროლო მოპოვების შედეგად, რომელიც გრძელდებოდა თვით 1983 წლამდე, კუნძულზე ჭარბობს შიშველი კლდეები და გამოქვაბულები, რომლებიც იშვიათად დაფარულია ღარიბი მცენარეულობით.
კუნძულზე ბინადრობს ფელზუმების სახეობის ენდემური ხვლიკების ქვესახეობა სეიშელის დღის გეკონი — Phelsuma abbotti sumptio.
კუნძულის სამხრეთით მდებარეობს ქოქოსის პალმის პლანტაციები. კუნძულზე არსებობს ასამპშენის აეროპორტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუნძული ასამპშენი დაარქივებული 2010-11-29 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Seychelles Islands - Assumption. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-21. ციტირების თარიღი: 2015-08-21.