შინაარსზე გადასვლა

არჯაკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არჯაკელი (ლათ. Lathyrus roseus) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. აქვს მტევნებად შეკრებილი ვარდისფერი ყვავილები და გამსხვილებული ფესურა, 30—100 სმ სიგრძის წახნაგოვანი ღერო და წყვილფოთოლაკიანი ფოთლები . გავრცელებულია მცირე აზიაში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. დეკორატიული მცენარეა. არჯაკელის ნორჩი ყლორტებისაგან მხალს ამზადებენ.