არჩილ მინდიაშვილი (არქიტექტორი)
| არჩილ მინდიაშვილი | |
|---|---|
| პირადი ინფორმაცია | |
| დაბ. თარიღი | 1 მარტი, 1951 |
| დაბ. ადგილი | თბილისი |
| გარდ. თარიღი | 2 აპრილი, 2020 (69 წლის) |
| ნამუშევრები და მიღწევები | |
| საქმიანობა | არქიტექტორი |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
| მნიშვნელოვანი პროექტები | სამების საკათედრო ტაძარი |
| ჯილდოები |
|
არჩილ მინდიაშვილი (დ. 1 მარტი, 1951, თბილისი, — გ. 2 აპრილი, 2020[1]) — ქართველი არქიტექტორი; საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის და საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს. არქიტექტორად მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში „საქსოფლმშენსახპროექტი“ (1973-1976) და „საქქალაქმშენსახპროექტი“ (1977-1991). 1991 წლიდან იყო საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრის მთავარი არქიტექტორი. თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტის კონკურსში (1989-1990) გამარჯვების შემდეგ დაინიშნა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტის მთავარ არქიტექტორად (1995) და ხელმძღვანელობდა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის აღმშენებლობის შემოქმედებით გაერთიანება „კათედრალს“ (1998 წლიდან). მის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებია: თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი (1995-2004), წმ. ილია თეზბიტელის ტაძარი და სამრეკლო (წმ. სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსში, 1998), პარიზის წმინდა მეფე თამარის სახელობის ახალი ქართული ტაძარი (2008-2009), ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი (მშენებლობა დაიწყო 2009) და სხვ. დაჯილდოებულია საეკლესიო და სახელმწიფო ჯილდოებით, მ.შ. წმინდა გიორგის ოქროს ორდენით და ღირსების ორდენით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 411-412
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ შენგელია, აკაკი (2 აპრილი, 2020). „გარდაიცვალა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი, არჩილ მინდიაშვილი“. 1TV. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება)