არყნარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არყნარი

არყნარიარყის ტყე. ჩვეულებრივ ვითარდება მეორეული ტყის სახით წიწვოვანი ან შერეული ტყეების გაჩეხვის ადგილებსა და ნახანძრალებზე. შექმნილია ბუსუსიანი (მშრალსა და დრენირებულ ნიადაგზე) და მეჭეჭიანი (ტენიან ნიადაგზე) არყით.

საქართველოში არყნარი უფრო ხშირად პირველადია. გავრცელებულია მაღალ მთებში და ძირითადად სუალპურ ტყეებს ქმნის. არყნარი ორი ტიპისაა — სუბალპური მეჩხერი და სუბალპური ტანბრეცილი. ტანბრეცილობის მიზეზი თოვლის ხანგრძლივი მექანიკური მოქმედებაა. ზღვის დონიდან 1300-2600 მ ფარგლებშია გავრცელებული, უმთავრესად ჩრდილოეთ და დასავლეთ კალთებზე. კავკასიაში გვხვდება ლიტვინოვის, მეჭეჭიანი, რიდეს, მედვედევისა და მეგრული არყისაგან შექმნილი არყნარი. აღნიშნული სახეობების უმრავლესობა ენდემურია და მესამეული პერიოდის რელიქტებს განეკუთვნება. ნიადაგდაცვისა და წყალშენახვის თვისებების გამო არყნარს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]