არქიდამე II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არქიდამე IIსპარტის მეფე ძვ. წ. 469 (ან ძვ. წ. 476) – ძვ. წ. 427 წლებში. სპარტელებმა არქიდამეს მეთაურობით ჩაახშვეს ჰილოტების ათწლოვანი აჯანყება, ე. წ. მესამე მესენიელთა ომი (ძვ. წ. 464–458). შემდგომ, პელოპონესის ომის დროს, იგი სპარტელთა ლაშქრით სამი წლის განმავლობაში (ძვ. წ. 431, ძვ. წ. 430, ძვ. წ. 428) თავს ესხმოდა ატიკას და აოხრებდა ათენის გარეუბნებს. მისი სახელის მიხედვით, პელოპონესის ომის I პერიოდს (ძვ. წ. 431-ძვ. წ. 421) „არქიდამეს ომს“ უწოდებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]