მესენიელთა მესამე ომი
იერსახე
მესენიელთა მესამე ომი — მესენიელი ჰილოტების აჯანყება სპარტის წინააღმდეგ. მიმდინარეობდა ძვ. წ. 464–458/455 წლებში. აჯანყებულები ითომის მიუვალ მთაზე გამაგრდნენ და 10 წლის განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას სპარტისა და სხვა ბერძნული პოლისების გაერთიანებულ ჯარს. ბოლოს სპარტელები იძულებულნი გახდნენ აჯანყებულთათვის მესენიიდან გასვლის უფლება მიეცათ.[1] ათენელებმა მათ ქალაქი ნავპაქტოსი მისცეს კორინთის ყურის ჩრდილოეთ სანაპიროზე (ლოკრიდაში). მესენიის სახელმწიფოებრიობა აღდგა ლევქტრის ბრძოლაში თებელთა მიერ სპარტელთა დამარცხების შემდეგ (ძვ. წ. 371).[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მესენიელთა ომები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 598.
- ↑ Стрелков А. В. Мессенские войны // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 56.