არტური და ორი სამყაროს ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არტური და ორი სამყაროს ომი

ფრანგული თეატრალური პოსტერი
რეჟისორი ლიუკ ბესონი
პროდიუსერი ლიუკ ბესონი
სტეფან ლეკონტი
ემანუელ პრევოსტი
სცენარის ავტორი ლიუკ ბესონი
სელინ გარსია
მუსიკა ერიკ სერა
ოპერატორი ტიერი არბოგასტი
სტუდია EuropaCorp
Apipoulaï
Avalanche Productions
დისტრიბუტორი EuropaCorp
გამოსვლის თარიღი
  • ოქტომბერი 13, 2010 (2010-10-13)
ხანგრძლივობა 101 წუთი
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 65 მილიონი ევრო[1]
91 მილიონი აშშ დოლარი)
შემოსავალი 30,698,619 აშშ დოლარი[2]

არტური და ორი სამყაროს ომი (ინგლ. Arthur 3: The War of the Two Worlds, ფრანგ. Arthur et la guerre des deux mondes) — 2010 წლის ინგლისურენოვანი ფრანგული ანიმაციური/მოქმედებითი ფილმი, რომლის სცენარის ავტორი, პროდიუსერი და რეჟისორია ლიუკ ბესონი, ხოლო დაფუძნებულია თავისივე რომანზე იმავე სახელწოდებით. მთავარ როლში მონაწილეობს ფრედი ჰაიმორი. ფილმი აწარმოა EuropaCorp-მა და წარმოადგენს ბესონის რომანების საბოლოო ეკრანიზაციას. მისი წინამორბედი ფილმებია: „არტური და უჩინმაჩინები“ (ინგლ. Arthur and the Invisibles) და „არტური და მალთაზარის შურისძიება“ (ინგლ. Arthur and the Revenge of Maltazard). სიუჟეტის დასაწყისში არტურმა, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, ნორმალურ ზომამდე გაზრდა უნდა მოახერხოს და დაუპირისპირდეს მალთაზარს, რომელიც მთელი სამყაროს დაპყრობით იმუქრება.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიუჟეტში გრძელდება მეორე ფილმის ბოლოს ნაჩვენები მოვლენები. მალთაზარი ადამიანის ზომამდე გაიზარდა და არტური მინიატურულ ფორმაში მოიტოვა. სელენიასა და ბეტამეჩის თანხლებით, არტური თავისი სახლიდან გამადიდებელი ელექსირის მოპოვებას შეეცდება, რასაც მალთაზარი თავისი მიმდევრების გასაძლიერებლად ჩაიგდებს ხელში. არტური ადამიანურ ზომას დედოფალი ფუტკრის მიერ მიცემული ელექსირით იბრუნებს. არჩიბალდი დარკოსს, მალთაზარის შვილს მხარეების შეცვლაში დაარწმუნებს და მას მეორე ელექსირით ადიდებს. არტური და დარკოსი მალთაზარს უპირისპირდებიან, სელენია და ბეტამეჩი მალთაზარს მინიპუტის ზომამდე აპატარავებენ, რის შემდეგაც მას არტური იჭერს, ხოლო აშშ-ის არმია მალთაზარის მიმდევრებს დაამარცხებს. ამის შემდეგ მალთაზარი არტურის ოჯახში ტყვედ რჩება.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიღებული შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Rotten Tomatoes-ზე ფილმს 20%-იანი დადებითი შეფასება აქვს ხუთ კრიტიკოსზე დაყრდნობით, საშუალოდ 4.8/10 ქულით.[3]

დევიდ ნუსიარმა Reelfilm.com-ზე ფილმს „მისი ორი წინამორბედის მცირეოდენი გაუმჯობესება“ უწოდა და ხუთიდან 2 ქულით შეაფასა.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯორდან მინცერი. (14 ოქტომბერი, 2010 წ.) მიმოხილვა: „არტური და ორი სამყაროს ომი“. Variety. ციტირების თარიღი: 14 მაისი, 2016 წ.
  2. არტური და ორი სამყაროს ომი. ციტირების თარიღი: 14 მაისი, 2016 წ.
  3. Arthur and the Invisibles 3: Arthur and the War of Two Worlds (2011). Fandango Media (2011). ციტირების თარიღი: 12 July 2011
  4. Nusair, David. (24 March 2011) The Films of Luc Besson. Reel Film Reviews. ციტირების თარიღი: 12 July 2020