არტემ ღვალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

არტემ ფრიდონის ძე ღვალაძე (დ. 1862, სოფელი სვერი, დღევანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი - გ. 1918, იქვე) იყო ქართველი მანგანუმის მრეწველი და საზოგადო მოღვაწე, მეფის რუსეთის არმიის კავალერიის გადამდგარი როტმისტრი. თვალსაჩინო ადვოკატის, 1920-30-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ევგენ ღვალაძის (1900-1937) მამა. იყო იმერეთის მეფის დავით II-ის ასულის, - ატატო ბაგრატიონის შთამომავალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და კავალერიის უმცროს ოფიცერთა სკოლა. 1884-1905 წლებში მსახურობდა ცარისტული რუსეთის არმიის კავალერიაში. იყო რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) მონაწილე. მხედრული მამაცობისათვის მიღებული ჰქონდა წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი, წმ. გიორგის პირველი ხარისხის მედალი და სხვა საბრძოლო ჯილდოები. სამხედრო სამსახურიდან გადადგა 1905 წლის დამლევს და დაბრუნდა ჭიათურაში. 1906-1918 წლებში იყო მანგანუმის მრეწველი, შედიოდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოში. ეწეოდა საქველმოქმედო მოღვაწეობასაც: მისი თაოსნობით სოფ. სვერში გაიხსნა სამკითხველო, ფინანსურ დახმარებას უწევდა სვერის სკოლას და ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელს. ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი ზდანოვიჩთან (მაიაშვილი), კიტა აბაშიძესთან, ივანე გომელაურთან, გიორგი დეკანოზიშვილთან და სხვა ცნობილ მოღვაწეებთან. მისი ახლო ნათესავები იყვნენ ვასილ და მიხაკო წერეთლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004.