არპად გენცი
არპად გენცი | |
უნგრეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 აგვისტო, 1990 – 4 აგვისტო, 2000 | |
წინამორბედი | მატიაშ სუარეში |
მემკვიდრე | ფერენც მადლი |
უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 მაისი – 3 აგვისტო, 1990 | |
წინამორბედი | მატიაშ სუარეში |
მემკვიდრე | გიორგი საბადი |
დაბადებული | 10 თებერვალი, 1922 ბუდაპეშტი, უნგრეთი |
გარდაცვლილი | 6 ოქტომბერი, 2015 (93 წლის) ბუდაპეშტი, უნგრეთი |
განათლება | ბუდაპეშტის უნივერსიტეტი |
პროფესია | ლიტერატორი, დრამატურგი |
ხელმოწერა |
არპად გენცი (უნგრ. Göncz Árpád, დ. 10 თებერვალი, 1922, ბუდაპეშტი — გ. 6 ოქტომბერი, 2015, ბუდაპეშტი) — უნგრელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ლიტერატორი, დრამატურგი
1944 წელს დაამთავრა ბუდაპეშტის უნივერისტეტი და შეუდგა სამხედრო სამსახურს, მაგრამ გაიქცა ჯარიდან და შეუერთდა ანტიფაშისტურ წინააღმდეგობის მოძრაობას. 1956 წლის ამბების დროს მონაწილეობდა აქციებში. 1957-1963 წლებში იყო დაპატიმრებული. გათავისუფლების შემდეგ იწყება მისი ლიტერატურული კარიერა.
1988 წელს შეუერთდა თავისუფალი დემოკრატების ალიანსს. 1990 წელს არჩეულ იქნა პარლამენტში. ამავე წლის მაის-აგვისტოში პარლამენტის სპიკერია, ხოლო 1990 წლის 4 აგვისტოს აირჩიეს უნგრეთის პრეზიდენტად. თანამდებობაზე დარჩა 2000 წლის 4 აგვისტომდე.
დაოჯახებულია, ჰყავს 4 შვილი. მისი ქალიშვილი კინგა გენცი 2006-2009 წლებში იყო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
გარდაიცვალა 2015 წლის 6 ოქტომბერს 93 წლის ასაკში[1][2][3].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- His biography on the Office of the President of the Republic of Hungary site დაარქივებული 2012-03-15 საიტზე Wayback Machine. .
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Arpad Goncz, Hungary’s 1st post-communist president, dies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-07. ციტირების თარიღი: 2015-10-09.
- ↑ Árpád Göncz, Hungarian president - obituary
- ↑ Meghalt Göncz Árpád - Az Európai Bizottság elnöke igazi európaiként méltatta a volt államfőt. MTI (2015-10-06). ციტირების თარიღი: 2015-10-07
|